ღონისძიების მიზანია შემსყიდველთა განვითარების შესაძლებლობების და სიახლეების გაზიარება, შესყიდვების სფეროს გაძლიერება, სფეროს პროფესიონალების ერთ სივრცეში შეკრება და საქმიანი კავშირების ხელშეწყობა.
ვისთვის არის საინტერესო?
29 ნოემბერს “შესყიდვების კონფერენცია 2024“ გაიმართება.
ღონისძიება საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც სურს პროფესიული განვითარება და დაინტერესებულია სიახლეებით და საუკეთესო, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო პრაქტიკების გაზიარებით.
ასევე მათთვის, ვისაც სურს დაამყაროს ბიზნეს კავშირები კონფერენციის პარტნიორ კომპანიებთან და, რა თქმა უნდა, მათთვის, ვისაც სურს სხვადასხვა სფეროს კოლეგების გაცნობა და ახალი კავშირების დამყარება.
ღონისძიებას დაესწრება 200-ზე მეტი სტუმარი, რომლებიც არიან შემსყიდველები, ლოგისტიკის და საწყობის მართვის სპეციალისტები, შესყიდვებით დაინტერესებული პირები, კომპანიების წარმომადგენლები მენეჯმენტის სხვადასხვა რგოლიდან.
სპონსორები და პარტნიორები
გსურთ ღონისძიების მხარდაჭერა ან საგამოფენო სივრცეში თქვენი კომპანიის წარდგენა?
გენერალური სპონსორები
პარტნიორები და მხარდამჭერები
მედია პარტნიორები
დღის წესრიგი
ღონისძიების ფორმატი: ინდივიდუალური პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები, ნეთვორქინგი და გათამაშება.
🟡 კონფერენციის თემატიკა შეეხება ორ მიმართულებას, პირველი - შემსყიდველების და შესყიდვების გუნდის განვითარება ამისათვის საჭირო კომპეტენციები და შესაძლებლობები. მოწვეული სპიკერები არიან როგორც შესყიდვების, ასევე HR-ის და აკადემიური განათლების პროფესიონალები.
🟡 ხოლო მეორე თემა, მოიცავს შესყიდვების და მიწოდების ჯაჭვის პროცესებს, ბაზრის სიახლეებს, ტენდენციებს და საუკეთესო პრაქტიკებს. მოწვეული სპიკერები არიან როგორც სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე შესყიდვების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტები, მათ შორის სტუმარი აზერბაიჯანიდან, რომელიც გააზიარებს როგორც აზერბაიაჯნში ასევე საქართველოში მიღებულ გამოცდილებას.
სპიკერები
ნათია კერესელიძე
ბიზნეს განვითარების მენეჯერი,
Gianti Logistics
საქართველო
დასწრება
29 ნოემბერი, 2024წ.,
დასაწყისი 17:00 სთ.
სასტუმრო The Biltmore Hotel Tbilisi
უკვე ჩატარებული
პირველი "შესყიდვების კონფერენცია" ჩატარდა 2023 წლის 2 დეკემბერს. ღონისძიებას ესწრებოდა 200 -ზე მეტი პროფესიონალი და შესყიდვებით დაინტერესებული პირი.
ღონისძიების ფოტო და ვიდეო მასალა
"პირველი ღია საღამო შემსყიდველებისთვის" ჩატარდა 2023 წლის 5 ივნისს. ღონისძიებას ესწრებოდა 100 -ზე მეტი პროფესიონალი და შესყიდვებით დაინტერესებული პირი.
ღონისძიების ფოტო და ვიდეო მასალა