top of page

ჩვენი ისტორია

ჩვენი კომპანიის ისტორია იწყება 2021 წლის მაისიდან.

 

ჩვენ მიზნად ვისახავთ შესყიდვების სფეროს განვითარებას და ცნობიერების გაზრდას, შემსყიდველების ხელშეწყობას და მხარდაჭერას. ამავდროულად კომპანიის მიზანია შეიტანოს მნიშვნელოვანი წვლილი შესყიდვების პროფესიის ჩამოყალიბებაში.

 

​კომპანიის ძირითადი მიზნების მიღწევას ვახორციელებთ ტრენინგების დაგეგმვის  და საკონსულტაციო სერვისის გაწევის საშუალებით, ნებისმიერი სფეროს და გამოცდილების მქონე შემსყიდველებისთვის და კომპანიებისთვის.

 

კომპანია "მარტივი შესყიდვები"-ს დამფუძნებელია თამარ ახსიაშვილი, შესყიდვებში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი. თამარი არის პირველი ბიზნეს ტრენერი კომერციული შესყიდვების მიმართულებით საქართველოში, რომელიც დაეხმარა ბევრ შემსყიდველს პროფესიულ განვიტარებაში.

დამფუძნებელი

DSC_0222-Headvise_edited_edited_edited.j

თამარ ახსიაშვილი,

კომერციული შესყიდვების ტრენერი და კონსულტანტი შესყიდვების პროცესების დანერგვის და ეფექტურად წარმართვის მიმართულებით.

თამარს აქვს შესყიდვების და ხარჯების კონტროლის სფეროში 15+ წლიანი გამოცდილება, ასევე შესყიდვების ტრენერის 6+ წლიანი გამოცდილება,

2019 წლიდან თამარი არის ბრიტანული შესყიდვების და მომარაგების სერტიფიცირებული ინსტიტუტის, CIPS-ის წევრი. 

მას მიღებული აქვს სამუშაო გამოცდილება როგორც მსხვილ ასევე საშუალო საფინანსო ინსტიტუტებში, როგორც პროკრედიტ ბანკი საქართველო, ბანკი რესპუბლიკა ჯგუფი სოსიეტე ჟენეარალი და სხვა.

  • LinkedIn

დამკვეთები და პარტნიორები

energony-logo-white.png
GM pharma logo.png
tenders.ge.png
images-სოკარ გაზი.png
PCBG.png
logo დიპლომატ.png
tbc pay.png
bottom of page